სოხუმი: ვერტმფრენებით დეზინფექციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ყალბია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის
შესახებ გააკეთა განცხადება.უწყების ცნობით, 2020 წლის 17 მარტს სოციალური ქსელებში გაჩენილი შეტყობინებები, რომ თითქოს 23:00 - დან 5:00 საათამდე ვერტმფრენები შეწამლავენ ტერიტორიას სადეზინფექციო ხსნარით, ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ კრიტიკულები იყვნენ მსგავსი სახის ინფორმაციის მიმართ და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.
"ჯანდაცვის სამინისტროს" მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები