მგზავრები: ზუგდიდის "მარშრუტკიდან“ მამაკაცი გაიქცა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო
მგზავრების ინფორმაციით, თბილისი - ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსიდან გაიქცა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, პოლონეთიდან ჩამოვიდა.
მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბობდა, რომ ის 14 დღე უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, ხოლო სამარშრუტო ტაქსი მას შემდეგ დატოვა, რაც მგზავრებმა მისი იქ ყოფნა გააპროტესტეს.
„ამოსული იყო მგზავრი, რომელიც ამბობდა, რომ პოლონეთიდან იყო ჩამოსული. კარანტინში მივდივარო, 14 დღე უნდა ვიყო სახლშიო. ტელეფონში უყვებოდა ახლობელს. არც პირბადე ეკეთა, არც არაფერი. პანიკაში ჩავვარდით. ზუგდიდელი ვარო, ინგირიდან. ღმერთმა იცის საიდან იყო. ჩვენ ჩვენს სახლებში მივდივართ, დედაჩემი უნდა მენახა, მაგრამ აწი სადმე წავალ ცალკე. ნორმალური ადამიანი ასეთ რაღაცას არ იტყოდა. აქ ქალებმა დარეკეს პოლიციაში და ეძებენ ახლა. ეს უნდა გაკონტროლდეს, ასე არ შეიძლება, უკვე ყველას გვეშინია“, - უთხრეს რადიო "ათინათს" მგზავრებმა.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გორის გადასახვევთან ჩამოვიდა. ფაქტზე შს სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები