საქართველოში წარმოებული პირბადეები პირველ ეტაპზე უფასოდ დარიგდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს, საწყის ეტაპზე, უფასოდ დაარიგებს.
პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებ და ა.შ.
"გამოიკვეთება დარგები, რომლებში დასაქმებულებსაც უწევთ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი. მაგალითად, მებაჟეები, სამედიცინო პერსონალი, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოლარეებიც", - ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.
საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება და ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფოთში აღნიშნულ კომპანიას ეწვევა.
„აჭარა ტექსტილი" პირველ ეტაპზე დამზადებულ 500 000 პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს.

მასალის გამოყენების პირობები