ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში პურის ფქვილის გატანა 3-ჯერ გაიზარდა
ზუგდიდის წისქვილკომბინატ „ცერერადან“ პურის ფქვილის სხვა რეგიონებში, მათ შორის, კახეთში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, გატანა სამჯერ არის გაიზარდილი.
საწარმოს თანამშრომლებს საგანგებო რჟიმში უწევთ მუშაობა. „ცერერას“ დირექტორის ბესო ხაინდრავას თქმით, ხორბლის ფქვილს სხვა რეგიონებს აქამდეც აწვდიდნენ, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მასზე მოთხოვნა ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„თითქმის ყველა რეგიონში ვაგზავნით, განსაკუთრებით აღმოსავლეთში. ახლა უფრო პანიკური სიტუაცია შეიქმნა და იმიტომ არის ასეთი მოთხოვნა ფქვილზე. ჯერ ვმუშაობთ და ჩვეულ რეჟიმში ვიღებთ ხორბალს. ღმერთმა ნუ ქნას საზღვრები პროდუქციისთვისაც ჩაიკეტოს. დაახლოებით ორი თვის მარაგი გვაქვს. კიდევ ველოდებით შემოტანას და ბოლომდე გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, სანამ ამის შესაძლებლობა იქნება... დღესაც რიგში დგას სატვირთოები, როგორც გუშინ და გუშინწინ... ჯერჯერობით მოთხოვნის კლება არ შემჩნევა, თუმცა მიმაჩნია, რომ რაღაც პერიოდის მერე სავარაუდოდ შემცირდება. ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა, დეფიციტია და ვაწვდით სრული დატვირთვით. ზუგდიდიდან, რომ გადის ორი იმდენი აქეთ შემოდის ხორბალი, ასე რომ დეფიციტი ჯერ არ არის“, - ამბობს ხაინდრავა.
მისივე თქმით, ხორბალზე ფასი არ გაზრდილა, თუმცა მეწარმე თვლის, რომ მის ღირებულებაზე, სავრაუდოდ, ლარის კურსის ცვლილება გავლენას იქონიებს.

მასალის გამოყენების პირობები