ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი ბოქსირებული ბლოკები დაემატა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები მიმოიხილეს.
შეხვედრას მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორები დაესწრნენ. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, მონაწილეებმა საჭიროების შემთხვევაში რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე ისაუბრეს. როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ელექტრო ტექნიკის მაღაზიები და სხვა. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება.
სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი.

მასალის გამოყენების პირობები