ზუგდიდის ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.გუშინ, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო. სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამავდროულად, წმინდა სინოდმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ ხმოვანი საშუალებების დამონტაჟების შესახებ, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.
მასალის გამოყენების პირობები