პარლამენტის თავმჯდომარე: რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული
პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა მისივე თქმით, ეს არ გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს.
"თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.

მასალის გამოყენების პირობები