ბოლნისსა და მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა
ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აკონტროლებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მინიმუმ 86 პირთან კონტაქტი დაუდგინდა.
ადგილზე რამდენიმე ათეული სამხედრო ავტომობილი შეიყვანეს და მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. ადგილობრივებს ტერიტორიაზე უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკან დაბრუნებას არ გეგმავენ.
შუა ხნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რამდენიმე დღის წინ ორმხრივი პნევმონიით მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. მოგვიანებით კორონავირუსის დიაგნოზით თბილისში გადაიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები