საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 24 მარტიდან შეიზღუდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 24 მარტს, 00:00 საათიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ინფორმაციას საქართველო მთავრობა ავრცელებს. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე. ამავე ცნობით, ასევე 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.
შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო რეჟიმის აღსრულების პროცესი. აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ და რეგიონში მშვიდი ვითარებაა.

მასალის გამოყენების პირობები