საქართველოში კორონავირუისით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია სულ 66 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 9 გამოჯანმრთელებულია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის. მისივე ინფორმაციით, როგორც კი მათ ვირუსისთვის დამახსაიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.
“5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოსულები იყვნენ - ზოგი 7მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს გუშინ. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან.გუშინ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5 პაციენტთან მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომელიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ”, - თქვა ეზუგბაიამ.
მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილი გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში - 3320 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235;

მასალის გამოყენების პირობები