ასლან ბჟანია კორონავირუსზე: სიტუაციას ვაკონტროლებთ, მიღებულია ქმედითი ზომები
ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეულმა "პრეზიდენტმა" სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მათ შორის, ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების გამკაცრების აუცილებლობაზე.
"ამ ეტაპზე ბევრი გაკეთდა. არა მგონია, რომ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებაროს. სიტუაციას არსებული საშუალებებით ვაკონტროლებთ. ქმედითი ზომები უკვე მიღებულია. ვნახოთ, ეს რას მოგვცემს", - თქვა ასლან ბჟანიამ.
პრიორიტეტულ მიმერთულებებს შორის, მან რუსეთთან თანამშრომლობა დაასახელა. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ "ახალი მთავრობის" ფორმირებას 3 თვე არ დასჭირდება, შესაბამისად, ყველა ძირითადი საკითხი, რაც "აფხაზეთის მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამასთან" არის დაკავშირებული, სწრაფად გადაიჭრება.
შეხვედრაზე მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის თანამდებობას "ექს - პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.
განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. "საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერმა და "პარლამენტის" დეპუტატმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.
შეგახსენებთ, სოხუმმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 25 მარტიდან ორკვირიანი დამატებითი შეზღუდვები დააწესა.
ამავე თემაზე:
სოხუმი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორკვირიან კარანტინს აწესებს
"ამ ეტაპზე ბევრი გაკეთდა. არა მგონია, რომ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებაროს. სიტუაციას არსებული საშუალებებით ვაკონტროლებთ. ქმედითი ზომები უკვე მიღებულია. ვნახოთ, ეს რას მოგვცემს", - თქვა ასლან ბჟანიამ.
შეხვედრაზე მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის თანამდებობას "ექს - პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.
განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. "საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერმა და "პარლამენტის" დეპუტატმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.
შეგახსენებთ, სოხუმმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 25 მარტიდან ორკვირიანი დამატებითი შეზღუდვები დააწესა.
ამავე თემაზე:
სოხუმი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორკვირიან კარანტინს აწესებს
მასალის გამოყენების პირობები