ზუგდიდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა უთხრა.
ნანა ოდიშარიას თქმით, პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს საღამოს მიიღეს. რაც შეეხება პაციენტის ზოგად მდგომარეობას, მას ტემპერატურა აღენიშნება თუმცა სტაბილურადაა.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 70 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებლი ნიშნებით წუხელ მოათავსეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ზუგდიდში 20 მარტს ჩამოვიდა. პაციენტს ჩამოსვლის დროს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნებით ერთი პირი მოათავსეს
ნანა ოდიშარიას თქმით, პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს საღამოს მიიღეს. რაც შეეხება პაციენტის ზოგად მდგომარეობას, მას ტემპერატურა აღენიშნება თუმცა სტაბილურადაა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნებით ერთი პირი მოათავსეს
მასალის გამოყენების პირობები