კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 4 პირი ზუგდიდის ინფექციურში მოათავსეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ოთხი პირი მოათავსეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.
როგორც საავადმყოფოში ამბობენ, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამავე ცნობით, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.
მერიის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ცნობით, აღნიშნულ პაციენტებს სხვა ქრონიკული დაავადებები არ უფიქსირდებათ.
ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობას ექვსი პირი გადის, მათ შორის, ერთ-ერთს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

მასალის გამოყენების პირობები