რეგიონებში ე.წ „ცხელების ცენტრები" მოეწყობა
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც
ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.
ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ ინფორმაცია, კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - www.stopcov.ge და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.moh.gov.ge განთავსდება.
სამინისტროს ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. ამავე ცნობით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მასალის გამოყენების პირობები