თვითიზოლაციის პერიოდი მესტიაში ხუთ პირს დაუმთავრდა
მესტიაში თვითიზოლაციის სავალდებულო პერიოდი ხუთმა პირმა დაასრულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა უთხრა. ნია ბჟალავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე იმყოფება, ერთი ადგილობრივი კი თვითიზოლაციაში რჩება. მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონა 2 სასტუმროშია მოწყობილი.
„ყველა მათგანს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობენ“, - თქვა ბჟალავამ.
ამ დროისთვის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 1 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 4 პაციენტის პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
ქვეყნის მასშტაბით კი ახალი კორონავირუსის 82 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 13 გამოჯანმრთელდა. სტაციონარში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 247 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში 4505 მოქალაქეა.

მასალის გამოყენების პირობები