სოხუმი: ინფექციურში მოთავსებული 19 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
სოხუმში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა ალხას კონჯარიამ
განაცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში 26 და 27 მარტს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გადაყვანილი 19 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მან მოსახლეობას მოუწოდა დაიცვას სოციალური დისტანცია და გაითვალისწინოს სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია. მისი თქმით, "ხელისუფლებამ" საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ შემოიღო, რომ მოქალაქეები არღვევდნენ მანამდე დაწესებულ საკარანტინო წესებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 28 მარტიდან 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.
ამავე თემაზე:
სოხუმი კორონავირუსის გამო ხვალიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს

მასალის გამოყენების პირობები