გიორგი გახარია: რუხის საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება.
ამის შესახებ მან საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
"რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა, როგორც მრავალფუნქციური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით, თუმცა დღემდე არ იყო გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები და სერიოზული გამოწვევები გვაქვს, ამიტომ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება 100-მდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს და ასევე, შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზონების ფუნქციონირება. მოგეხსენებათ აქ სასტუმროც არსებობს. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. რეგიონის თითოეულ მკვიდრს, მედიკოსს, ექიმს მოვუწოდებ, რომ სრული მობილიზება გამოვაცხადოთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რუხის კლინიკის ამოქმედებას სხვა დატვირთვაც აქვს, რადგან საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.
"ახლა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სრულიად საქართველოზე და ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს სასწრაფო ფუნქციონირებას და გაშვებას აქვს სხვა დატვირთვა. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან. ჩვენ მივეხმარებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, მიიღებს ამ ზონას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის," - თქვა მან.
გიორგი გახარიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოს ტერიტორია დაათვალიერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებიც.

მასალის გამოყენების პირობები