ქეთევან ციხელაშვილი: რუხის კლინიკა მზად იქნება აფხაზეთიდან პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში
„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მზად იქნება მოახდინოს დიაგნოსტიკაც და უკვე ინფიცირებულთა მართვა-მკურნალობა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონიდან პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში“, -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით.
„მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად, არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია იქედან გამომდინარე, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის იმ მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. ახლა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ე.წ. არჩევნების, თუ კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, ადამიანების გაუკონტროლებელ შემოდინებას და რა თქმა უნდა ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. ამიტომ ჩვენი თხოვნა, მოწოდებაც, ინფორმაციაც, რასაც საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და ასევე საქართველოს ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. იმიტომ, რომ ეს მათთვის, მათი ოჯახების და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვცდილობთ, ყველა ღონისძიება განვახორციელოთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას პრევენცია მოხდეს ვირუსის გავრცელების. ხედავთ რუხის კლინიკას, რომელიც არის აბსოლუტურად უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს. ძალიან ფართო შესაძლებლობებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია ამაში დონორებიც დაგვიდგებიან გვერდით, ამზადებს იმისათვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და ასევე მათ შორის საჭირების შემთხვევაში, აფხაზეთის რეგიონიდან პაციენტების მომართვიანობის შემთხვევაში, მოახდინოს დიაგნოსტიკაც და უკვე ინფიცირებულთა მართვა-მკურნალობა. ეს არის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. დღეს აქ ვართ, რომ მოვინახულოთ მთლიანად რეგიონში ეს ინფრასტრუქტურა და გარწმუნებთ, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება. ამის შესახებ მან საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ თქვა.

მასალის გამოყენების პირობები