გიორგი გახარია: ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფოთის პორტის
განვითარება შეზღუდულია და ანაკლიის პორტი სტრატეგიულ პროექტად რჩება.
"დღეს ქვეყანაში ეპიდემიაა, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. დამატებითი ინვესტიციების თითოეული ლარი, ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც. ვინმეს თუ რაიმე რესურსი აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან კიდე სხვა მსხვილ პროექტში დამატებითი ინვესტირება, პირადად მე გპირდებით, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული, მაქსიმუმ, განვითარდეს, დაახლოებით, 6 მილიონი დამატებითი ტონით, ფიზიკურად იქ მეტი ადგილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მილიონ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს",- თქვა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობა გვერდში დაუდგება ყველა იმ ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია ადგილობრივი წარმოება, რადგან ეს თავის მხრივ იმპორტის ჩანაცვლებას შეუწყობს ხელს.

მასალის გამოყენების პირობები