ზუგდიდში პოლიცია მანქანებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებს
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისინი გამვლელ მანქანებს აჩერებენ და აძლევენ
მითითებას, რომ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს.
"გაგვაჩერეს, გვითხრეს რომ მხოლოდ 3 ადამიანი უნდა იყოს, ისიც პირბადით და მალევე გაგვიშვეს", - უთხრა რადიო "ათინათს" მოქალაქემ.
სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან შეიქმნება ბლოკ-პოსტები.
"მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით. ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები დღეიდან გამკაცრდა. რეგიონის ტერიტორიაზე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მუშაობა დაიწყეს პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არ ასრულებს.
"გაგვაჩერეს, გვითხრეს რომ მხოლოდ 3 ადამიანი უნდა იყოს, ისიც პირბადით და მალევე გაგვიშვეს", - უთხრა რადიო "ათინათს" მოქალაქემ.
"მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით. ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები დღეიდან გამკაცრდა. რეგიონის ტერიტორიაზე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მუშაობა დაიწყეს პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არ ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები