ზუგდიდის ინფექციურში გალიდან ერთი პაციენტი შეიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ საბერიოდან გალის მკვიდრი, 50 წლის ქალი გადმოიყვანეს.
მას ვისურსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. საავდმყოფოში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ პაციენტი უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამავე ინფორმაციით, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში, სავარაუდოდ, ხვალ გადაიგზავნება. ეს პირველი პაციენტია, რომელიც ინფექციურმა გალის რაიონიდან მიიღო.
ამ დროისთვის კლინიკაში ორი პაციენტი რჩება. ერთ-ერთი მათგანი 67 წლისაა და მას 25 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა. ხოლო მეორე - ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კლინიკას ხვალ დატოვებს.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 91 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 18 ადამიანი უკვე გამოჯანრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები