სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობამ იკლო
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 337 შეადგენს, რაც წინა დღესთან შედარებით 72-ით ნაკლებია.
რეგიონის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, მეთვალყურეობიდან მოიხსნა 385 მოქალაქე, ხოლო კარანტინში 160 ადამიანი იმყოფება. ამავე ცნობით, თვითიზოლაციის პირობების არ ქონისა და დარღვევისთვის რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 32 პირი იქნა გადაყვანილი.
ზუგდიდის ინფექიურ საავადმყოფოში ამ დროსითვის სამი პირი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის ერთს კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა. რაც შეეხება ოკუპირებული გალიდან წუხელ გადმოყვანილ პაციენტს, დღეს გახდება ცნობილი აქვს თუ არა მას ახალი კორონავირუსი.

მასალის გამოყენების პირობები