ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. როგორც
საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას ხველებისა და ცხელების სიმპტომები აქვს. საჭიროების შემთხვევაში მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა და საქმიანი კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან. ის თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი პირი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის ერთს კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა. რაც შეეხება ოკუპირებული გალიდან წუხელ გადმოყვანილ პაციენტს, დღეს გახდება ცნობილი აქვს თუ არა მას ახალი კორონავირუსი.

მასალის გამოყენების პირობები