რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის პირობებში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ხვალიდან იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე,
24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მისივე განმარტებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი რეკომენდაციებს დაიცავენ.
"ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს", - განაცხადა გახარიამ.
ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდშიც საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.
მინისტრის თქმით, პირადი ავტომობილით და/ან ტაქსით გადაადგილება ნებადართული იქნება 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.
პრემიერის განმარტებით მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. ასევე, აკრძალულია სახლიდან გასვლა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან. მარტოხელა მოქალაქეების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს.
ფოტო: ლევან გაბეჩავა
"ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს", - განაცხადა გახარიამ.
მინისტრის თქმით, პირადი ავტომობილით და/ან ტაქსით გადაადგილება ნებადართული იქნება 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.
პრემიერის განმარტებით მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. ასევე, აკრძალულია სახლიდან გასვლა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან. მარტოხელა მოქალაქეების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს.
ფოტო: ლევან გაბეჩავა
მასალის გამოყენების პირობები