ზუგდიდში ბლოკპოსტებს თავდაცვის ძალები დაემატება
ბლოკ-პოსტებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებთან განთვასდა, ხვალიდან თავდაცვის ძალები დაემატება.
ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მხარის რწმუნებულის თქმით, თავდაცვის ძალები შესაძლოა აბაშაშიც დაამატონ.
„ხვალიდან თავდაცვის ძალებიც შეუერთდებიან, პოლიციას. ეს ბლოკ პოსტები განთავსდება ფოთის შემოსასვლელ- გასასვლელთან, თუმცა საპოლიციო ახლაც არის, მაგრამ ბარიერები იქნება შესაბამისად მოწყობილი. ასევე ზუგდიდის შემოსასვლელში. სავარაუდოდ აბაშასაც დავამატებთ. იქ პოლიცია, არის მაგრამ მოვილაპარაკებთ და შესაძლოა თავდაცვის ძალები დავამატოთ. თერმოსქრინინგის საკითხი, შესათანხმებელია ჯანდაცვასთან. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა არ არის. ალბათ ცნობილია თქვენვის და ყველასთვის, რომ აფთიქაში წასასვლელად ჩვენს მოქალქეებს უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. შესაბამისად 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალქეებს თუ კი დასჭირდებათ მომსახურება, უზრუნველყოფს მუნუციპალიტეტი. ცხელი ხაზი მუშაობს, როგორც რესპუბლიკაში ასევე ჩვენთან. ამდენად კოორდინაციის პრობლემა არ არის“, - ამბობს ალექსანდრე მოწერელია.

მასალის გამოყენების პირობები