აფხაზეთიდან ზუგდიდში შესაძლოა კიდევ ერთი პირი გადმოიყვანონ
შესაძლოა ოკუპირებული აფხაზეთიდან საკარანტინო სივრცეში ერთი პირი გადმოიყვანონ.
ამის შესახებ სამეგერლო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა.
მისი თქმით, გალიდან გადმოყვანილი შუა ხნის ქალის, რომელსაც სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი, ცნობილია ის კონტაქტები, ვისთანაც მას ჰქონდა შეხება. თუმცა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეს კონტაქტები არ ფიქსირდება, რადგან მას გადმოსვლისას საზღვარზე დახვდნენ მედიკოსები, ყველანირი წესების დაცვით, რაც შეეხება ამ პაციენტის კავშირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ესეც არის ცნობილი და მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა მიწოდებულ იქნას ინფორმაცია, დე ფაქტო აფხაზეთისთვის. ამჟამად მიმდინარეობს ყველა კავშირის შესწავლა და ამავე დროს ინფორმირება, რომ არ გამოგვეპაროს და არ მოხდეს გავრცელება. ჩვენი ინფორმაციით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მას ამის საშუალება არ ჰქონდა. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ფიქსირდება მისი კონტაქტები. ძმიშვილთან დაკავშირებით ჯერ ვერ გეტყვით გადმოვიყვანთ თუ არა. შეიძლება გადმოვიყვანოთ, ალბათ ეს უფრო მიზანშეწონილი იქნება. ვინაიდან ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამ ბატონს მივხედოთ, უფრო კვალიფიციურად ზუგდიდში, ვიდრე მას ამის საშუალება ექნება თუნდაც სოხუმში“, - ამბობს მოწერელია.
გალიდან გადმოყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს. პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მასალის გამოყენების პირობები