სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 285 ადამიანი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 285 შეადგენს, რაც წინა დღესთან შედარებით 52-ით ნაკლებია.
რეგიონის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, მეთვალყურეობიდან მოიხსნა 434 მოქალაქე, ხოლო კარანტინში 162 ადამიანი იმყოფება.
ამავე ცნობით, თვითიზოლაციის პირობების არ ქონისა და დარღვევისთვის რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 36 პირი იქნა გადაყვანილი.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი აგრძელებს მკურნალობას. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

მასალის გამოყენების პირობები