გალიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში 7 პირი გადმოიყვანეს
ანაკლიის საკარანტინო ზონაში, აფხაზეთიდან გადმოყვანილი 7 პირი მოათავსეს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული მოქალაქეები აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ გადმოყვანილი იმ შუახნის ქალის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს და შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
"ეს ადამიანები არიან ის პირები ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახლა იმყოფება 7 ადამიანი. აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის. ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს. დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, დედ-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ ინფექციურში კვლევები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 81 მოქალაქე იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები