სოხუმი: კორონავირუსით დაინფიცირებულ საბერიოს მცხოვრებზე დროებით საზღვარგარეთის პასპორტი გაიცა
კორონავირუსით დაინფიცირებულ საბერიოს მცხოვრებზე, საზღვარგარეთის პასპორტის გაცემის თაობაზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს განმარტებებს აკეთებს, წერს აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა".
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრმა 2013 წელს მიიღო 2006 წლის ნიმუშის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი - აღნიშნული დოკუმენტი არ არის მოქმედი, ასევე, არაა მოქმედი 5 წლის ვადით გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი". ამავე ცნობით, 1970 წელს დაბადებულ ქალს ამ ეტაპზე შეტანილი აქვს განაცხადი "აფხაზეთის რესპუბლიკაში ბინადრობის უფლების მისაღებად". აქედან გამომდინარე, ავადმყოფი ნათესავის "აფხაზეთის საზღვრებს გარეთ" თანხლების მიზნით, საბერიოს მცხოვრებ ქალზე 3 თვის ვადით გაიცა "საზღვარგარეთის პასპორტი", - ნათქვამია განცხადებაში.
50 წლის ქალი გალის რაიონიდან ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ის 29 მარტს გვიან საღამოს, ვირუსის სიმპტომებით გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. მას covid – 19 დაუდასტურდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მოქალაქე 2020 წლის 29 მარტს დილას შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან, ფსოუს პუნქტის გავლით და ნათესავების მანქანით გაემართა სოფელ საბერიოში. მისი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინის რეჟიმში იმყოფებიან.
ამავე თემაზე:
სოხუმი: საკოორდინაციო შტაბი საბერიოდან ზუგდიდში გადაყვანილი პაციენტის კონტაქტებს იკვლევს
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრმა 2013 წელს მიიღო 2006 წლის ნიმუშის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი - აღნიშნული დოკუმენტი არ არის მოქმედი, ასევე, არაა მოქმედი 5 წლის ვადით გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი". ამავე ცნობით, 1970 წელს დაბადებულ ქალს ამ ეტაპზე შეტანილი აქვს განაცხადი "აფხაზეთის რესპუბლიკაში ბინადრობის უფლების მისაღებად". აქედან გამომდინარე, ავადმყოფი ნათესავის "აფხაზეთის საზღვრებს გარეთ" თანხლების მიზნით, საბერიოს მცხოვრებ ქალზე 3 თვის ვადით გაიცა "საზღვარგარეთის პასპორტი", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
სოხუმი: საკოორდინაციო შტაბი საბერიოდან ზუგდიდში გადაყვანილი პაციენტის კონტაქტებს იკვლევს
მასალის გამოყენების პირობები