გალის "ადმინისტრაცია": რუსეთიდან შემოსულ გალის სამ მცხოვრებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა
მოსკოვიდან აფხაზეთში ჩასული სამი მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს. გალის რაიონის მცხოვრებლები რესპუბლიკაში
"ფსოუს" საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით შევიდნენ, საიდანაც ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საკარანტინო ზონაში გადაიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გენრიხ ტუჟბამ განუცხადა. "საზღვარზე" ისინი მედიკოსებმა შეამოწმეს და არცერთ მათგანს კორონავორუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდა. მისივე ცნობით, მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ მათ რუსეთში 14 - დღიან თვითიზოლაცია გაიარეს.
ამავე ინფორმაციით საკარანტინო ზონა გალის კულტურის სახლშია მოწყობილი, ოთახები აღჭურვილია საშხაპეებით და ინტერნეტით.
29 მარტს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. გადაწყვეტილება კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კომენდანტის საათი 00.00 - დან 06.00 საათამდე მოქმედებს.
სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

მასალის გამოყენების პირობები