კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა გამოჯანმრთელდა.
"ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. მინდა, ყველას განვუმარტო – დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდ 19-ით ინფიცირებას ლეტალურ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია ვირუსის სტრატეგია, ამიტომ ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული რეკომენდაციებით. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. აქედან გამომდინარე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის და იმ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპამდე განიცდის კლინიკა“, – თქვა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 22 პირი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები