ზუგდიდის ინფექციური: კორონავირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ხუთივე პაციენტის, რომელთაგან ორს კოვიდ-19 უკვე დადასტურებული აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტი ლალი დარახველიძე ავრცელებს.
მისივე ცნობით, დღეს ქუთაისის ლუგარის ლაბორატორიიდან სამი პაციენტის, მათ შორის, ორი მცირეწლოვანის, ანალიზების პასუხს ელოდებიან.
ოკუპირებული აფხაზეთიდან ორი ბავშვი ცხელების სიმტომით ინფექციურ საავადმყოფოში სამშაბათს გადმოიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები