მერი: ზუგდიდში წუხელ არცერთი ადამიანი არ დაჯარიმებულა, მადლობა მოქალაქეებს
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, გასულ ღამეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არავინ დაუჯარიმებიათ. მან ზუგდიდელებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის
მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი წესები.
„უნდა შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია და მაქსიმალურად დავიცვათ ის წესები , რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს. რაც მთავარია დარჩით სახლში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
პირველი აპრილის ღამეს ზუგდიდში კომენდანტის საათს წესების დარღვევისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 20-მდე მოქალაქე დააჯარიმეს.

მასალის გამოყენების პირობები