მიტროპოლიტი გერასიმე: ეკლესიაში სამნიც ვართ და მეტიც
,,საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, სამნიც ვართ, ოცდაათნიც ვართ და უფრო მეტნიც ვართ,"- ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო
ღამისთევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სადღესასწაულო წირვა ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში ისე ჩატარდება როგორც წესია.
,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გადაწყვიტა ის, როგორი ლოცვა- კურთხევაც არის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის. მე მგონი იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია... ჩვენ საქართველოს სასულიერო პირები პატრიარქს ვუცხადებთ სრულ ნდობას. რომელ განცხადებაში წერია სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლება ეკლესიაში?,"- აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, პატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა. მისივე ინფორმაციით, პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16.00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის. ამასთან, აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები.

მასალის გამოყენების პირობები