სოხუმი: ზუგდიდის ინფექციურში საბერიოდან გადაყვანილი ქალის არც ერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
11 ადამიანს, რომელსაც ზუგდიდის ინფექციურში საბერიოდან გადაყვანილ ქალთან ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ "აფსადგილ ინფო" წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით. მანამდე აფხაზური მედია წერდა, რომ ყველა პირი, ვისაც გალის რაიონში რუსეთიდან ჩასულ 50 წლის ქალთან ჰქონდა კონტაქტი, იზოლირებულია.
ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს. მათ შორის, ერთს თურქეთში, ხოლო მეორეს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ეს უკანასკნელი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

მასალის გამოყენების პირობები