ზუგდიდის მერი: ხელფასის მესამედს კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში გადავრიცხავთ
გეგა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის პოლიტიკური გუნდი მმართველი პარტიის ინიციატივას უერთდება და ხელფასის
მესამედს კორონავირუსით დაზარალებულთა სპეციალურად შექმნილ ფონდში გადარიცხავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
„ჩვენი მერიის პოლიტიკური გუნდი ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში ჩავრიცხოთ ჩვენი ხელფასის მესამედი. ეს თანხები მოხმარდება ვირუსით მიყენებული ზარალის აღმოფხვრას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებებით. იქნება ეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, იმ ადამიანების დახმარება ვინც შემოსავალი დაკარგა, თუ სხვადსხვა ეკონომიკური ზიანი რაც მიადგა ქვეყანას კორონავირუსის გამო. ეს არის მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა და თითოეული მოქალაქე ვალდებულია გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ მნიშვნელოვან საქმეში“, - თქვა მერმა.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო შექმნილ ფონდში, საიტის stopcov.ge მონაცემებით 22 802 383 მილიონი ლარი შეგროვდა.

მასალის გამოყენების პირობები