კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები ანაკლიიდან ზუგდიდის ინფექციურში გადაიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი
სიმპტომებით სამი საშუალო ასაკის მამაკაცი გადაიყვანეს. საავადმყოფოს ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
"ორს, რომელიც უკვე მოვათავსეთ ბოქსირებულ პალატებში, ვაკვირდებით და სავარაუდოდ ისევ საკარანტინოში დავაბრუნებთ. ერთს კი დავტოვებთ, მისი მდგომარეობა სიმპტომატურია", - ამბობენ ინფექციურში.
მათივე თქმით, სამივე მამაკაცი ზუგდიდელია და მათ კავშირი ჰქონდათ სოფელ ლიაში 28 მარტს სტუმრად მყოფ პირთან, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მასალის გამოყენების პირობები