ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ლალი დარახველიძის თქმით, გარდა ამ ორი შემთხვევისა, ამ დრომდე ზუგდიდიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
''ბოქსის განყოფილებაშინ წევს ორი პაციენტი, ერთი მამაკაცი და მეორე ქალი, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება მძიმე გართულებების გარეშე, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია საშუალო სიმძიმის, გუშინ სასწრაფო დახმარების მეშვეობით შემოიყვანეს საკარანტინო ზონიდან პაციენტი ჩივილებით ცხელებაზე, ხველაზე, ჩატარადა კვლევები, გაიგზავნა მასალა Covid 19 - ის დიაგნოსტიკის მიზნით , დიაგნოზი არ დადასტურდა და პაციენტები ისევ დაუბრუნდნენ საკარანტინო ზონაში'', - განაცხადა ექიმ - ინფექციონისტმა დალი დარახველიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსდა. დღეს საქართველოში 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან ქვეყანაში უკვე 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები