რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა სამ დღეში პაციენტების მიიღებას შეძლებს (ვიდეო)
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო.
კლინიკა ერთდროულად 100 პაციენტის მიღებას შეძლებს. რუხის სამედიცინო ცენტრს სამ დღეში უკვე შეეძლება კარანტინში გადასაყვანი მოქალაქეების მიღება, შემდეგ ეტაპზე კი ცენტრი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეების და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას შეძლებს.
სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოაწყვეს.
სამომავლოს კი კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.

მასალის გამოყენების პირობები