ზუგდიდის ინფექციურში ორსული ქალი შეიყვანეს (ვიდეო)
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ ორსული ქალი შეიყვანეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან. მას ცხელება და ხველა აღენიშნება.
ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში, მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, ორსული ქალი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის ორს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

მასალის გამოყენების პირობები