აფხაზური მედია: გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ორი ადამიანი შეიყვანეს
6 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსზე ლაბორატორიული დაიგნოსტიკა ერთ პაციენტს ჩაუტარდა. მას Covid– 19 არ დაუდასტურდა. ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში მოთავსებულია
ორი ადამიანი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ამის შესახებ აფხაზეთში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, მათი ანალიზები უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში, წერს "აბხაზია ინფორმი".
ამავე მონაცემებით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 ადამიანს, რომელსაც ზუგდიდის ინფექციურში საბერიოდან გადაყვანილ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

მასალის გამოყენების პირობები