სოხუმში გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს
7 აპრილს ღამით, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2005 წელს დაბადებული მოზარდი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოხუმში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, პოლიორგანული უკმარისობით შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მანამდე, 3 აპრილს პაციენტი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, "ნაწლავური ინფექციის" დიაგნოზით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომების გარეშე. 5 აპრილს ის ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს, რომელიც უბნის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, "ის შშმ პირი იყო, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი".
შტაბის შეტყობინებით, ეპიდსიტუაციის გათავლისიწნებით, გარდაცვლილს Covid-19 - ზე აუღეს ანალიზი, რომლის პასუხსაც ელოდებიან.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ დაფიქსირდა. ინიფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.
მანამდე, 3 აპრილს პაციენტი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, "ნაწლავური ინფექციის" დიაგნოზით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომების გარეშე. 5 აპრილს ის ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს, რომელიც უბნის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, "ის შშმ პირი იყო, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი".
კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში, გაგრაში, გუშინ დაფიქსირდა. ინიფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები