სოხუმში გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სოხუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,
ამის შესახებ ოპერატიული შტაბი ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, 2005 წელს დაბადებული პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, პოლიორგანული უკმარისობით შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მანამდე, 3 აპრილს პაციენტი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, "ნაწლავური ინფექციის" დიაგნოზით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სიმპტომების გარეშე. 5 აპრილს ის ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს, რომელიც უბნის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა. ამავე ცნობით, "ის შშმ პირი იყო, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი".
ეპიდსიტუაციის გათავლისიწნებით, გარდაცვლილს Covid -19 - ზე აუღეს ანალიზი.
აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, 8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, გაგრის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

მასალის გამოყენების პირობები