აფხაზეთში დოსლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი მოეწყო
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მედიკოსებმა პნევმოკარკასული საველე ჰოსპიტალი მოაწყეს,
რომელიც აღჭურვილია მართვითი სუნქთვის აპარატებით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალი 200 - ზე მეტი პაციენტის მიღებას შეძლებს. ის უზრუნველყოფილია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით და ტექნიკით, "ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ბაზის საკონტროლო - გამშვებ პუნქტებთან თერმოსკრინინგი ხორციელდება", წერს "აბხაზია ინფორმი".
აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, 8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით, გუშინ გაგრის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

მასალის გამოყენების პირობები