გაგრაში კორონავირუსით დაინფიცირებული ხანდაზმული ქალი უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე
გაგრის მცხოვრები ხანდაზმული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიას გაგრის რაიონის "ხელმძღვანელმა" ვლადიმირ ჯენიამ განუცხადა. მისი თქმით, 1925 წელს დაბადებული მარტოხელა მოხუცი პირველი ორი ინფიცირებულის კონტაქტია, ის იმავე სადარბაზოში ცხოვრობს. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
კორონავირუსიით ინფიცირების პირველი შემთხვევა 7 აპრილს, გაგრის მცხოვრებს დაუდგინდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.
გაგრის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 8 აპრილს გამოცხადდა. სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

მასალის გამოყენების პირობები