გალში საკარანტინო ზონა სამმა ადამიანმა დატოვა
გალის რაიონის სამი მცხოვრები, რომლებიც 31 მარტიდან კარანტინის ზონაში იმყოფებოდა, სახლში დააბრუნეს.
ამის შესახებ რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გარიკ ტუჟბამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, ეს მოქალაქეები მოსკოვიდან ჩამოვიდნენ და მას შემდეგ, გალის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც კულტურის სახლშია მოწყობილი. მედიკოსების თქმით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ.
"გუშინ კიდევ ერთი მოქალაქე შემოვიყვანეთ, რომელიც კალუგიდან ჩამოვიდა. გადავწყვიტეთ, ეს სამი ადამიანი სახლში გავუშვათ. ჩავატარეთ შენობის დეზინფექცია და შემდეგ გადმოვიყვანეთ ეს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კალუგაში 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და საკუთარო ავტომობილით ჩამოვიდა", - განაცახადა ტუჟბამ.
შეგახსენებთ, გალის რაიონში კომენადნტის საათი 30 მარტს, მას შემდეგ ამოქმედდა, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
შესაბამისად 11 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid – 19 – ით ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი ორი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავდმყოფოში მკურნალობს. კორონავირუსი დაუდასტურდა მათ მეზობელსაც, ხანდაზმულ ქალს, რომელიც სახლში რჩება მედიკოსების მეთვალყუროების ქვეშ. ის უარს აცხადებს ჰოსპიტალიზციაზე.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.
"გუშინ კიდევ ერთი მოქალაქე შემოვიყვანეთ, რომელიც კალუგიდან ჩამოვიდა. გადავწყვიტეთ, ეს სამი ადამიანი სახლში გავუშვათ. ჩავატარეთ შენობის დეზინფექცია და შემდეგ გადმოვიყვანეთ ეს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კალუგაში 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და საკუთარო ავტომობილით ჩამოვიდა", - განაცახადა ტუჟბამ.
შესაბამისად 11 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid – 19 – ით ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი ორი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავდმყოფოში მკურნალობს. კორონავირუსი დაუდასტურდა მათ მეზობელსაც, ხანდაზმულ ქალს, რომელიც სახლში რჩება მედიკოსების მეთვალყუროების ქვეშ. ის უარს აცხადებს ჰოსპიტალიზციაზე.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.
სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები