ვებგვერდს www.stopcov.ge -ს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს - www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა.
,,საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი'', - წერია მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
მათი განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.
ვებგვერდი ამ ეტაპზე 5 ენაზე ფუნქციონირებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge -ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიიღონ.

მასალის გამოყენების პირობები