ზუგდიდში ახალგაზრდა ქალს, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა COVID 19-ზე ანალიზი აუღეს
ქალი, რომელმაც საკეისრო კვეთით ბავშვი ორი დღის წინ გააჩინა, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის
ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით მას ცხელება აღენიშნებოდა და ბრონქო-პნევმონია დაუდგინდა.
"ეპიდემიოლოგიური ანამნეზი დატვირთული არ აქვს, არავისთან კონტაქტი არ ჰქონია. საკეისრო კვეთის შემდეგ, მეორე დღეს განვითარდა ცხელება, რენტგენოლოგიურად ბრონქო- პნევმონია. COVID-ითვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აქვს, თუმცა რადგან აღენიშნა ცხელება, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით, აღებულ იქნა მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით", - თქვა ორჟონიამ.
მისივე ინფორმაციით ქალის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ახალშობილი კი თავს კარგად გრძნობს.

მასალის გამოყენების პირობები