ფოთის "ცხელების ცენტრში" 8 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან ლუგარიდან
ფოთის "ცხელების ცენტრში" რესპირატორული სიმპტომებით რვა პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი, ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით,
ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
,,ამ დროსათვის ფოთის ცხელების ცენტრში, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 8 პაციენტი. რვავე პაციენტზე აღებულია ბიოლოგიური მასალა და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 2-ზე გუშინ გაიგზავნა და 6 პაციენტის კი დღეს გაიგზავნება. ესენი არიან სხვადასხვა ლოკაციებიდან, სამი პაციენტი გვყავს ლანჩხუთიდან, ერთი - გარდაბნიდან, ორი - ზუგდიდიდან და ორი გალიდან. ყველას აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეის მონცემებით, 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 434 პირი.

მასალის გამოყენების პირობები