ზუგდიდში გალიდან გადმოყვანილი ქალის პირველადი ანალიზი Covid 19-ზე უარყოფითია
ზუგდიდში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირის პირველადი ანალიზის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია. ინფორმაციას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პაციენტს განმეორებითი
ანალიზი ხვალ ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მალევე გაეწერება.
ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოყვანილ შუა ხნის ქალს კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა.
მეორე პაციენტი, რომელსაც ზუგდიდში Covid 19-ზე პირველს დაუდგინდა, საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.
ამ დრომდე, ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ ამ ორ პირს დაუდასტურდა.

მასალის გამოყენების პირობები